მიხეილ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია - წულუკიანი
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია.
წულუკიანი მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნებს, პატივი სცენ საქართველოს კანონებსა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს.
„სასჯელს სააკაშვილი იხდის საპატიმროში და როცა ამის საჭიროება არსებობს, სამედიცინო სექტორში. კონკრეტულად ამ მომენტში გახლავთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორში გადაყვანილი, სადაც ყველამ ნახა ვიდეოკადრების ხილვის შემდეგ, რომ ის არის რეალურად სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი. უნდა გადავადდეს თუ არა სასჯელი, ამას წყვეტს მოსამართლე. ამას ჩვენი ქვეყნის კანონის თანახმად ვერ წყვეტს სხვა ვერავინ. ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებდი მათ შორის, სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებს, პირველ პირებსაც კი, რომ პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს. მეტი არ ვიცი რა შეიძლება, ამ თემაზე კიდევ მრავალჯერ ითქვას - ამბობს წულუკიანი.