პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები ვერ აირჩია
პარლამენტმა ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ვერც ცესკო-ს პროფესიული წევრები აირჩია იმ მიზეზით, რომ საკანონმდებლო ორგანოში 100 ხმიანი კვორუმი ვერ შედგა.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.