უნიჭო სიმულაცია - კობახიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე

22.12.22 13:44
უნიჭო სიმულაცია - კობახიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე

"უნიჭო სიმულაცია - ასე აფასებს "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას. 

მმართველი პარტიის ლიდერი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის კადრები პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებული ვიდეოსგან არ განსხვავდება. მისივე მტკიცებით, სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე ვერცერთი დიაგმოზი ვერ გამოაქვეყნეს.

დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, როგორც ჩანს სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი, დღეს კი ძალიან უნიჭო სიმულაცია ვიხილეთ. რაც შეეხება მის ვიზუალს, არაფრით განსხვავდება იმ კადრებისგან, რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ. 

ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიევია წონაში კლება. ასევე მას აქვს კუჭის ოპერაცია გაკეთებული", - თქვა კობახიძემ.