,,ოცნებამ" ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას - სოფო ჯაფარიძე

22.12.22 13:59
,,ოცნებამ" ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას - სოფო ჯაფარიძე

თბილისის საკრებულოს წევრი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სოფო ჯაფარიძე, აცხადებს, რომ იმ კადრებით, რაც პირდაპირ ეთერში გავრცელდა, ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარალიზებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ,,ოცნებამ" ხელი მოაწერა სააკაშვილის მკვლელობას.

ყველამ ერთად ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის კადრი. ამას ვუყურებდი ექიმებთან ერთად და ეს არის წარმოუდგენელი. შეუძლებელია ამის ყურება. 

ის არის უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტიურად პარალიზებულია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ,,ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერა მის მკვლელობას, რადგან თუ არა ეს, სხვა გამართლება ამას არ აქვს, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.