პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია
საკანონმდებო ორგანოში ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი 19-ვე კანდიდატურა ჩავარდა- პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია.
საპარლამენტო ოპოზიცია ომბუდსმენის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ 3 პირს უჭერდა მხარს. ესენი იყვნენ: ნაზი ჯანეზაშვილი, გიორგი ბურჯანაძე და ანა აბაშიძე.
,,ქართული ოცნება" აცხადებდა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები პოლიტიკურად მიუკერძოებლები იყვნენ და ოპონენტებს სთავაზობდა, სხვა დანარჩენ პირებზე მოეხდინათ კონსესუსი.
მოლაპარაკებები სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ძირითადად ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, კაბინეტში მიმდინარეობდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტმა სახალხო დამცველი 6 წლის ვადით, მინიმუმ 90 ხმით უნდა აირჩიოს.
ხმათა ასეთი რაოდენობა არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭირო გახდა პოლიტიკური შეთანხმება, რაც არ შედგა.