თუ ,,ოცნება" სააკაშვილის პროცესს გაწელავს... რას გეგმავს ,,ნაციონალური მოძრაობა"

22.12.22 15:55
თუ ,,ოცნება" სააკაშვილის პროცესს გაწელავს... რას გეგმავს ,,ნაციონალური მოძრაობა"

მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე განმარტავს, რას მოიმოქმედებს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გაწელავს. თუმცა, ნიკა მელია არ აკონკრეტებს იმ ღონისძიებებს, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში მისი პარტია გეგმავს.

სააკაშვილის მკვლელობა ნიშნავს ამ სახელმწიფოს დეგრადაციას მომდევნო სულ მცირე, ათი წლის განმავლობაში.

როდესაც დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება განზრახ წელავს პროცესს, ეს იქნება კრიტიკულზე კრიტიკული ნიშნული და უკვე ყველა მხარე, იქნება ეს დაცვის მხარე, ოჯახი, ოპოზიციური პარტია და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

გონივრულ ვადაში ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმის განხილვა. დრო არ ითმენს, ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, რომელიც შესაძლებელია, თვეების განმავლობაში დაელოდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რაც დღეს მთელმა მსოფლიო იხილა - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ დღესვე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მოუწოდა, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.