ამ ადამიანს აშლილობა ყოველთვის ჰქონდა - მდინარაძე სააკაშვილზე
"ქართული ოცნების" ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებას ადგილი არ ჰქონია და ის ორ ოტახიან ლუქსში მკურნალობს.
მდინარაძე ასევე საუბრობს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთ დიაგნოზზე, პოსტტრამვულ აშლილობაზე და ამბობს, რომ სააკაშვილს აშლილობა ყოველთვის ჰქონდა.
რაც შეეხება პოსტტრამვულ აშლილობას, აშლილობა ამ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა. ტრამვა რამ გამოიწვია, აქ არის ფეიკი. არანაირი ტრამვა მას არ მიუღია. არანაირი წამება მას არ ჰქონია. ორ ოთახნიან ლუქსშია მოთავსებული და თქვენ, ამხელა მონოლოგის მიუხედავად ვერ მისახელებთ იმ დიაგნოზს, რომელი დიაგნოზიც შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით მიხედვით იყოს ამ ადამიანის გათავისუფლების საფუძველი“, - ამბობს მდინარაძე.