"შეცდომა იყო" - გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

22.12.22 16:53
"შეცდომა იყო" - გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ  ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის ლიდერზე თავდასხმაში ბრალდებულს გირაო შეუფარდა.  ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილებით თავდამსხმელს გიორგი კირთაძესთან მიახლოება აეკრძალა. ასევე სოსო სირაბიზეს დაევალა კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადება. 

სოსო სირაბიძე მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც 5 ათას ლარს გადაიხდის. 

პროცესზე პროკურატურაბრალდებულის პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.  წინასასამართლო სხდომა 7 თებერვალს, 12:00 საათზე, ჩაინიშნა.