ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორი PosTv-ის თანამშრომელია
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორი ნიკოლოზ ქობულაძე, პრორუსული PosTv-ის თანამშრომელია, დირექტორის პოსტზე მისი ყოველთვიური ხელფასი კი 6 168 ლარია.
არასამტავრობო ორგანიზაციის ცნობით, ნიკოლოზ ქობულაძე 2018 წლის მარტიდან ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის მოადგილე იყო, 2020 წლიდან კი დირექტორის მოვალეობას ასრულებს. დირექტორად დანიშვნის შემდეგ მისი ხელფასი 6 168 ლარია.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის საშუალო წლიური ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია და ამ თანხის ნახევარი ხელფასებში იხარჯება - ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის მიერ მოკვლეულ ინფორმაციაში.