სააკაშვილი გაცილებით მძიმედაა, ეს ჩართვა რეალურ სურათს არ იძლეოდა - მელია
ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უფრო მძიმედაა, ვიდრე ეს ჩართვის დროს ჩანდა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ თუ პროცესი გონივრულ ვადაში არ დასრულდება, მაშინ ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება.
"არ მქონია შესაძლებლობა პირადად მომენახულებინა მიხელ სააკააშვილი, თუმცა ჩემი კოლეგებისგან ვიცოდი, რომ გაცილებით მძიმეა მისი მდგომარეობა, ვიდრე ეს ჩანდა დრეს.
ეს ჩართვა რეალურ სურათს არ იძლეოდა.
ხელისუფლება ცდილობს პროცესის დროში გაწელვას, რაც არ ემსახურება სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას.
სწორად უნდა იქნას გაგებული, რომ ოპოზიცია იბრძვის იმისთვის, რომ სააკაშვილი გადარჩეს და არა გამართლდეს.
თუ ეს ყველაფერი არ დასრულდა გონივრულ ვადაში, ყველა მთავარ აქტორთან საერთო შეთანხმება მოხდება და რეაქცია იქნება ადეკვატური", - ამბობს მელია.