სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და შესაძლოა, მოკვდეს კიდეც - ამერიკელი ექსპერტი

22.12.22 17:00
სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და შესაძლოა, მოკვდეს კიდეც - ამერიკელი ექსპერტი

ამერიკელი ფსიქიატრი ერიკ გოლდსმიტი მოსამართლის წინაშე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი მისი გათავისუფლების საფუძველს იძლევა. 

საერთაშორისო დონის სპეცილისტი, რომელიც მესამე პრეზიდენტის მხრიდან სიმულაციას კატეგორიულად გამორიცხავს, ამბობს, რომ სააკაშვილისთვის დიაგნოზების დასმა ოქროს სტანდარტით მოხდა.

"პოსტტრავმული აშლილობა, შეძენილი დემენცია და პოლიფარმაცია"- ეს იმ დაავადებების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება. 

გოლდსმიტი პროგნოზირებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და შესაძლოა, მოკვდეს კიდეც.

მას აქვს სწრაფად განვითარებადი დემენცია, რომელიც დიდი რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს, უნდა იყოს გადაყვანილი ციხიდან დასავლეთის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში, იქნება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროპაში.

უნდა მოხდეს დეტოკსიკაცია ამ ტოქსიკური ელემენტების, ასეთი ტიპის დემენციით პატიმრის ციხეში გაჩერება შეუძლებელია, ეს დიაგნოზი მისი ციხიდან განთავისუფლების საფუძველია მე ასე ვფიქრობ. დემენცია გამოვლინდა მეხსიერების მკვეთრი შესუსტებით, დაქვეითებით მეტყველებასთნან დაკავშირებული პრობლემებით. ეს არის შეძენილი დემენცია, დიდი შანსია, რომ ეს დემენცია დაკავშირებულია ტოქსიკურ ელემენტებთან, როგორიცაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი, ის არის პროგრესირებადი და დიდი რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს. შეუძლებელია ფსიქოთერაპია ჩაუტარდეს იმ გარემოში სადაც ახლა არის. 

ჩემი სამედიცინო რწმუნების მაღალი ხარისხით, მინდა გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა დღესაც მძიმეა, ის შეიძლება კიდევ გართულდეს, შეიძლება უბრალოდ მოკვდეს​"- თქვა ექსპერტმა.