სააკაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა 29 დეკემბერს გაიმართება

22.12.22 18:21
სააკაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა 29 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მომდევნო სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

"ყოველთვის გასათვალისწინებელია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ სასამართლო სხდომების ყოველდღე დანიშვნა შეუძლებელია" - უთხრა დაცვის მხარეს მოსამართლე გიორგი არავეძემ. 

მისი თქმით, მასალის შესწავლას დრო საჭიროებს. 

"მოლოდინს ნუ შევიქმნით, რომ ერთ ან რამდენიმე სხდომაში დასრულდება... ვერ მივატოვებთ შუა გაში მოწმეებს" - თქვა მოსამართლე არევაძემ.

დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილი "ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო. მოწმის სტატუსით გამოიკითხა ამერიკელი ფსიქიატრი ერიკ გოლდსმიტი. შემდეგი სასამართლო პროცესი კვლავ მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.