დაუძლურებული და უკიდურესად გამხდარი - სააკაშვილის პირველი გამოჩენა 7 თვიანი იზოლაციის შემდეგ

22.12.22 19:34
დაუძლურებული და უკიდურესად გამხდარი - სააკაშვილის პირველი გამოჩენა 7 თვიანი იზოლაციის შემდეგ

პირველი საჯარო გამოჩენა და შოკისმომგვრელი კადრები "ვივა-მედიდან".  7 თვიანი იზოლაციის შემდეგ საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის რეალური მდგომარეობა იხილა: უკიდურესად გამხდარი, დაუძლურებული და დასუსტებული მესამე პრეზიდენტი, რომელიც ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებს და საუბარი უჭირს.

სააკაშვილის სასამართლო პროცესს   მწოლიარე მდგომარეობაში ჩაერთო, თუმცა დიდხანს ვერ გაძლო და ცუდად გახდა, ამიტომ "ვივა-მედიდან" პირდაპირი ტრანსლაცია მალე შეწყდა. 

პროცესზე მოსამართლემ  ადვოკატს უარი უთხრა, რომ სააკაშვილს მაისური გაეხადა. ამით ინტერესები დამცველს იმის ჩვენება უნდოდა,  თუ რამდენად შეცვლილია პატიმარი პრეზიდენტის ორგანიზმი.

ხალხი, რომლებიც დღეს სასამართლოს ეზოში იყვნენ შეკრეილები, დაუფარავად ამბობენდნენ, "ოცნებამ"  მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას ხელი საბოლოოდ მოაწერა.

რა ხდებოდა სასამართლოს დარბაზში და სასამართლოს ეზოში უფრო მეტს ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში ნახავთ.