სააკაშვილის დემენცია შეძენილია - რა თქვეს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე
"სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, კიდევ უფრო დამძიმდება და შესაძლოა მოკვდეს", - ამერიკელი ფსიქიატრი საქართველოში მესამე პრეზიდენტის გამოჯანმრთელებას გამორიცხავს.
საერთაშორისო ექსპერტის თქმით, სააკაშვილს შეძენილი დემენცია, პოსტტრამვული აშლილობა და პოლიფორმაცია აქვს. მედიკოსმა დღეს ასევე, თქვა, რომ დაავადებები სწრაფად პროგრესირებადია და თუ ექსპრეზიდენტს საზღვარგარეთ არ გადაიყვანთ, ის ვერ გადარჩება .
ერიკ გოლდ სმიტმა, რომელიც სასამართლოს ჩვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდა, განაცხადა, რომ პაციენტის დიაგნოსტირება ოქროს სტანდარტებით მოხდა.
ამერიკელმა მედიკოსმაგადაჭრით თქვა, რომ ასეთი დიაგნოზებით პაციენტის ციხეში ყოფნა სიკვდილის ტოლფასია. მისივე ცნობით, შეძენილი დემენცია პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზმის მძიმე მეტალებით მოწამლვამ გამოიწვია. აღნიშნული დასკვნა ექსპერტმა ტოქსიკოლოგიური კვლების შედეგებზე დაყრდნობით გააკეთა.
მედიკოსმა პირდაპირ თქვა, რომ განკურნების ერთადერთი გზა დეტოქსიკაციაა, რაც რთული პროცედურაა და საქართელოში ამის გაკეთება წარმოუდგენელია.
ერიკ გოლდ სმიტმა დღეს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია და ის კვდება.
უფრო დეტალურად რა ჩვენება მისცა დღეს სასამართლოს ამერიკელმა ექსპერტმა ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.