ვისი კარნახით დაიწერა ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნა - ხაჭაპურიძე ალექსანდრე გეჯაძეს ამხელს
ვისი კარნახით დაიწერა ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნა - სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დირექტივებს შსს-დან იღებს. შალვა ხაჭაპურიძემ ექსპერტი სასამართლო პროცესზე ამხილა.
ადვოკატის თქმით, გეჯაძე თავის დროზე სააკაშვილის საქმეში განზრახ არ ჩაერთო, რადგან საბოლოოდ ისეთ დასკვნას დაწერდა, როგორსაც ხელისუფლება უკარნახებდა.
გეჯაძის კიდევ ერთი აღიარება ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მკვლელობის საქმეს ეხება. ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლექსოს შემთხვევაშიც ის დასკვნა დაწერა, რაც გომელაურის უწყებამ მოთხოვა.
შალვა ხაჭაპურიძეს ამ საუბრის ჩანაწერიც აქვს და საჭიროების შემთხვევაში სკანდალური დიალოგის გამოქვეყნებას აპირებს.
თავად დამოუკიდებელი ექსპერტი ადვოკატთან საუბრის ფაქტს ადასტურებს, თუმცა როდესაც კითხვა სააკაშვილის საქმეში ჩართვაზე დაისვა, აქ ექსპერტს ნერვებმა უმტყუნა. "პირველების" არაერთი მცდელობის მიუხედავად, ექსპერტი კითხვებს უპასუხოდ ტოვებს.
უფორ ვრცლად ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.