"უნიჭო სიმულაცია" - "ქართული ოცნების" რეაქცია სააკაშვილის შოკისმომგვრელ კადრებზე

22.12.22 19:52
"უნიჭო სიმულაცია" - "ქართული ოცნების" რეაქცია სააკაშვილის შოკისმომგვრელ კადრებზე

შოკისმომგვრელი კადრების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობის "ქართულ ოცნებას" ისევ არ სჯერა. ირაკლი კობახიძე მესამე პრეზიდენტს მიმიკებით დასცინის და ამას პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაშინ აკეთებს, როცა პარალელურ რეჟიმში, სააკაშვილი სასამართლო სხდომას "ვივა-მედიდან" ერთვება. 

"დორბლიანი, წვერგაუპარსავი, უბრალოდ გამხდარი და უნიჭო სიმულაცია",- ეს შეფასებები ისმოდა დღეს ივანიშვილის გუნდიდან.

მმართველი გუნდი დღეს ისევ ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი ცუდად კი არ არის, უბრალოდ, მას სასჯელის მოხდა არ უნდა და ამიტომ ყველაფერი მოიგონა.

ეს ადამიანი დღეს ბინძურად სიმულირებს- ამბობს მდინარაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ სააკაშვილი მსახიობია.

კიდევ რა თქვეს "ოცნებაში" ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.