ზუსტად ისე გააყალბებს, როგორც არჩევნებს - ოპოზიციის ნაწილი პლებისციტის რისკებზე საუბრობს

05.03.21 12:41
ზუსტად ისე გააყალბებს, როგორც არჩევნებს - ოპოზიციის ნაწილი პლებისციტის რისკებზე საუბრობს

ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ კიდევ ერთ გზად პლებისციტი დასახელდა, რომლის წინააღმდეგია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სასაკაშვილი.

პლებისციტის გარკვეულ რისკებზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე ამბობს ,რომ ეს საკიტხი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს.

ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო გზავნილი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან, თუმცა მიმაჩნია, რომ რაიმე მოდალობაზე ახლა საუბარი ცოტა ნაადრევია. ჩვენი წინადადებები, ჩვენი შეთავაზებები ძალაშია და ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს არის მთავარი საკითხები. ახლა დაველოდოთ ხელისუფლების მხრიდან რა ნაბიჯი და რა წინადადება იქნება. ამის შემდეგ უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ. გარკვეული საფრთხეები და რისკები არის პლებისციტში და კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, - ამბობს კირკიტაძე.

პლებისციტის ჩატარების აზრს ვერ ხედავს „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი. ცარკვიანი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ზუსტად ისე გააყალბებს პლებისციტს, როგორც არჩევნები გააყალბა.

თავისთავად, პლებისციტი არ არის ცუდი,მაგრამ ამ საარჩევნო პირობებში გინდა პლებისციტი ჩაატარე და გინდა არჩევნები. აი, რა აზრი ექნება პლებისციტის ჩატარებას? ზუსტად ისევე გაგიყალბებს, როგორც არჩევნებს, - აცხადებს ჩარკვიანი.

 

მსგავსი სიახლეები