კობახიძე ღრმა პროსტრაციასა და დეპრესიაშია - გიორგი გუგავა

05.03.21 13:28
კობახიძე ღრმა პროსტრაციასა და დეპრესიაშია - გიორგი გუგავა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის საჯარო სივრციდან გაქრობის ფაქტს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავა ეხმაურება. გუგავა ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარრიბაშვილი დაინიშნა, ირაკლი კობახიძე ღრმა დეპრესიაშია.

ირაკლი კობახიძე, როგორც ჩანს, ღრმა პროსტრაციასა და დეპრესიაშია იმის გამო, რომ ვერ გახდა პრემიერ-მინისტრი. ეგონა, თუ იმ ღონისძიებების შემდეგ, რაც მათ დაგეგმეს, შტურმი, ნიკა მელიას დაპატიმრება, გიორგი გახარიას შეწირვა და გახდებოდა პრემიერ-მინისტრიო და გაილაღებდა და გააგრძელებდა იმ ბოროტ საქმეებს, რასაც საფუძველი დაუდო მან ადრე, - ამბობს გუგავა.