ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - სოზარ სუბარი

05.03.21 13:49
ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - სოზარ სუბარი

 

,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი, სოზარ სუბარი, მიიჩნევს, რომ  ოპოზიცია   ქმედითი ნაბიჯებისთვის მზად არ არის და ხელისუფლება ბრიუსელში მოლაპარაკებებს მათი აზრის გათვალისწინების გარეშე აპირებს.

რაუნდებს მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა ორიენტირებულია შედეგზე. შეხვედრა დიდი ხანია არ გამართულა, იმიტომ რომ შედეგს ვერ ხედავს ვერც ფასილიტატორი და ვერც ჩვენ. თუ ოპოზიცია მზად იქნება რეალური მოლაპარაკებისთვის, ჩვენ მზად ვართ, თუ არ იქნებიან მზად, ჩვენი ხედვით წავალთ ევროკავშირში. არჩევნების შედეგში თუ ეჭვი ეპარება ოპოზიციას, ერთად ჩვენ და ოპოზიციამ ვთხოვოთ ევროკავშირს, მოავლინოს  ექსპერტები და ადგილზე გაარკვიოს, გაყალბდა თუ არა არჩევნები, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მსგავსი სიახლეები