დღეიდან ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში რეგისტრაცია დაიწყო

13.01.23 15:38
დღეიდან ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში რეგისტრაცია დაიწყო

,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში რეგისტრაცია დღეიდან იწყება. რამდენიმე წუთში მთავარი ოპოზიციური პარტია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურ ბმულს გამოაქვეყნებს, სადაც მოქალაქეებს დარეგისტრირება შეეძლებათ.

მანამდე კი პარტიაში კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. რეგისტრაცია და ხმის მიცემის პროცესი ფარული იქნება და ვერავინ გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა.

გარდა ამისა, პარტიაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დარეგისტრირებულ მოქალაქეებს გაფილტრავს - მონაწილეობას ვერ მიიღებს ის, ვინც სხვა პარტიის ამომრჩეველია.

შედეგებს საზოგადოება 30 იანვარს გაეცნობა, როცა ხმის მიცემის პროცესი საბოლოოდ დასრულდება. 

მსგავსი სიახლეები