უკრაინამ შეიძლება, რატი ბრაგვაძე და ურთმელიძე დაკითხოს, მადლობა ომში მყოფ ქვეყანას - ხაჭაპურიძე
უკრაინა სააკაშვილის მოწამვლის საქმეს გამოიძიებს - შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ომში მყოფმა ქვეყანა სამართლებრივად სწორი ნაბიჯი გადადგა.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, საქართველო ვალდებულია, რომ უკრაინას ხელი შეუწყოს და დაეხმაროს გამოძიების წარმოებაში.
ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკრაინა, დიდი ალბათობით, მოითხოვს რატი ბრეგვაძის, ურთმელიძის და პენიტენციური წარმომადგენლების დაკითხვა.
"მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინას, მათ გადადეგეს სამართლებრივად სწორი ნაბიჯი. 2 თვეზე მეტია გავრცელდა სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებით მოწამვლის ფაქტი და სააქართველომ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.
არსებობს ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება და საქართველოს აქვს ვალდებულა, დაეხმაროს და ხელი შეუწყონ გამოიძიებას.
შეიძლება დაიკითხოს იუსტიციის მინისტრი, ასევე ურთმელიძე და პენიტენციურის სხვა წარმომადგენლებიც, რადგან დასკვნაში წერია, რომ სწორედ პენიტენციურში დაფიქსირდა მოწამვლის ფაქტი“, - ამბობს ხაჭაპურიძე.