თუ გინდათ, სააკაშვილის სიის თავში მე ჩამწერეთ, არავითარი მნიშვნელობა მას არ აქვს - გურამ მაჭარაშვილი
თუ გინდათ, სააკაშვილის სიის თავში მე ჩამწერეთ - ივანიშვილისგან ფორმალურად დისტანცირებულ დეპუტატს, გურამ მაჭარაშვილს, მნიშვნელოვნად არ მიაჩნია მიხეილ სააკაშვილის სია და აცხადებს, რომ ის მაგნიტსკის სიის იდენტური არ არის.
სააკაშვილი არათუ არ იმყოფება საპატიმროში, არამედ იმყოფება ორ ოთახიან ლუქს პალატაში, საავადმყოფოში, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, არ უჯერებს ექიმებს, მათ მითითებებს არ ასრულებს, დღეში 2 ბოთლა კონიაკს მიირთმევს, როგორც ეს მისივე ექსპერტმა დაადასტურა. მერე ამ ცარიელ ბოთლებს ესვრის ექიმებს, ამ მდგომარეობაში იმყოფება.
ეს მდგომარეობა თუ უდრის, მაგნიტსკის სია რომ შედგა, იმ მდგომარეობას, ამას საზოგადოება კარგად ხედავს.
ამიტომ ეს სია წაიკითხონ დილას და საღამოთი გაიმეორონ, ოღონდ ერთმანეთში. მეტი სხვას ეს სია არ სჭირდება.
თუ გინდათ, ამ სიის თავში მეც ჩამწერეთ. არავითარი მნიშვნელობა ამას არ ექნება. - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ადვოკატების განმარტებით, სააკაშვილის სია 15 კაციანია. მასში შესული არიან იუსტიციის მინისტრი, პენიტენციურის სამედიცინო განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, თამთა მეგრელიშვილი და ამავე უწყების თანამშრომლები, ასევე მოსამართლეები, პროკურორები, რომლებიც მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით უკანონო ბრძანებებს გასცემდნენ, ან ასრულებდნენ.
სია უკვე გადაეგზავნა ლონდონში საერთაშორისო სანქცირების ჯგუფს.