ემანდ ჩემი ხაბე არ დაიჩაგროს - ირაკლი ზარქუა ენმ-ში მიმდინარე საარჩევნო პროცესზე
ემანდ ჩემი ხაბე არ დაიჩაგროს! - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის კონკურენტულ გარემოში უნდა ჩატარდეს.
ყველა ლიდერს, ვინც ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებს, მოვუწოდებ, დაიცვას სამართლიანი არჩევანის უფლება. არჩევნები კონკურენციულ გარემოში უნდა ჩატარდეს.
ემანდ ჩემი ხაბე არ დაიჩაგროს!
უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ.
მე წარმარტებას ვუსურვებ! - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
არჩევნებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. მასში მონაწილეობა შეეძლება მხოლოდ ,,ნაცმოძრაობის" ამომრჩეველს, სხვა ყველა პირი სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ გაიფილტრება.