მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში უკრაინის კონსულმა მოინახულა
მიხეილ სააკაშვილის პირველი რეაქცია უკრაინაში დაწყებული გამოძიების შემდეგ - მესამე პრეზიდენტი კიევის გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
სააკაშვილი პალატაში უკრაინის კონსულმა მოინახულა. დიპლომატმა ექსპრეზიდენტს პირადად გააცნო ომში მყოფი ქვეყნის სტრატეგია.
კონსულტაციების შემდეგ სააკაშვილი აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებს ვერ ასცდებიან.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის კონსულმა მოინახულა და ძირითადი საუბარი უკრაინაში დაწყებულ გამოძიებას შეეხო.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ომში უკრაინა გამარჯვებული გამოვა და კიევის მიერ დადებული სანქცია იქნება საკმაოდ სერიოზული. ამიტომაც მესამე პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, ვინც მის მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას აპირებს, ეს ფაქტი გაითვალისწინონ.
რაც შეეხება სიებს, სააკაშვილმა თქვა, რომ ამერიკელი იურისტები ამ თემაზე მუშაობენ, ხოლო თუ ისინი რამეს მოითხოვენ, ჩვენ, ქართველი ადვოკატები, დახმარებას გავუწევთ. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა შალვა ხაჭაპურიძემ.
უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.