ინსინუაციების დაგეგმვაა - სარჯველაძე უკრაინის მხრიდან სააკაშვილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე
"ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე უკრაინაში სააკაშვილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს კითხვები აქვთ, შეუძლიათ დასვან ან დაელოდონ საქმის განხილვას საქართველოს სასამართლოში.
მმართველი გუნდის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეიძლება იმის გამო, რომ ვინმე უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილს პოლიტიკურად გულშემატკივრობს, ამის გამო რაღაც პროცედურები წარიმართებოდეს.
თუ ვინმეს კითხვები აქვთ, შეუძლიათ დასვან და პასუხები მიიღონ, ასევე შეუძლიათ დაელოდონ საქმის განხილვას საქართველოს სასამართლოში.
ამიტომ წინასწარ ინსინუაციების დაგეგმვა ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან უკრაინის ხელისუფლებაში არ არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებს. არ შეიძლება მარტო იმიტომ, რომ დღეს ვინმე უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილს პოლიტიკურად გულშემატკივრობს, ამის გამო რაღაც პროცედურები წარიმართებოდეს, - თქვა სარჯველაძემ.