უკრაინა სააკაშვილის საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს - კიევმა მესამე პრეზიდენტის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

13.01.23 20:01
უკრაინა სააკაშვილის საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს - კიევმა მესამე პრეზიდენტის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

უკრაინა მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს. კიევმა პრეზიდენტის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უკრაინის სახელმწიფო გამოძიების ბიუროში სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და მოკვლევაც დაწყებულია. ამ ფაქტს "პირველებს" სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი უდასტურებს. გამოძიება ახლა იმ პირების დადგენას ახორციელებს, ვისაც პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტთან შეხება ჰქონდა. მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ კი უკრაინული მხარე ყველა იმ პირს, ვისაც კავშირი ჰქონდა პრეზიდენტის მოწამვლვასთან, ბრალს წაუყენებს.  

თბილისში კი სააკაშვილის სია პრაქტიკულად უკვე მზად არის. მოსალოდნელი სანქციების ფონზე ხელისუფლების პირველმა რეაქციამაც არ დააყოვნა. წინა ხაზზე მედიკოსები გამოიყვანეს. საგანგებო განცხადება ნინო გოგორიშვილმა გააკეთა, რომელიც გორის ჰოსპიტალში პრეზიდენტის მკურნალი ექიმი იყო, ახლა კი მალხაზ ურთმელიძესთან ერთად სააკაშვილის სიაში ფიგურირებს. სწორედ გოგორიშვილი იყო პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე 2 თვის განმავლობაში, თუმცა დღეს ექიმი ბრალდებებს უარყოფს და პასუხისმგებლობას სამედიცინო კონსილიუმს და ცენტრ ემპათიას აკისრებს.

დეტალები იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები