გადამწყვეტი არჩევნები ენმ-ში კომპრომატების ფონზე - მხარდამჭერების რეგისტრაცია ოფიციალურად დაიწყო

13.01.23 20:21
გადამწყვეტი არჩევნები ენმ-ში კომპრომატების ფონზე - მხარდამჭერების რეგისტრაცია ოფიციალურად დაიწყო

გადამწყვეტი არჩევნები ენმ-ში კომპრომატების ფონზე. როგორც ჩანს, ფარული ჩანაწერები აქტუალობას უახლოესი 2 კვირის განმავლობაში არ დაკარგავს. მით უმეტეს, როდესაც პარტიის მოქმედი თავმჯდომარის მხარდამჭერები ამ ჩანაწერების უკან ვანო მერაბიშვილის აჩრდილს ხედავენ. კითხვები გაჩნდა გიორგი მუმლაძის მიმართაც, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მიმოწერების ფოტო გავრცელდა, სადაც  მუმლაძე აუდიომასალის გასაჯაროვებას ითხოვს. ფაქტია, რომ კომპრომატები და ბრძოლა წესების გარეშე "ნაციონალურ მოძრაობაში" დაგეგმილი არჩევნების თანმდევი უკვე გახდა. პარტია კი არჩევნებისთვის ემზადება. დღეს მხარდამჭერების რეგისტრაცია ოფიციალურად დაიწყო.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძი

 

 

ს რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები