მთავრობის დამალული ხარჯები - დავა გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროებისთვის სასამართლოში დაიწყო

13.01.23 20:28
მთავრობის დამალული ხარჯები - დავა გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროებისთვის სასამართლოში დაიწყო

მთავრობის დამალული ხარჯები. გასაიდუმლოებულია ყველა ინფორმაცია - ვინ რამდენ პრემიას იღებს, რამდენს ხარჯავენ მივლინებებში, ვინ დაყვება უცხოეთში პრემიერს და რა უჯდება ბიუჯეტს მთავრობის უმაღლესი პირების კაბინეტების მოწყობა. ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს, მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები ადმინისტრაციას მკაცრად გასაიდუმლოებული აქვს. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს სასამართლოს გზით მოიპოვონ ღარიბაშვილის ოფისის მიერ საგულდაგულოდ გადამალული ხარჯები.  რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ დავის განხილვა დაიწყო.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები