სოსო გოგაშვილის ადვოკატები და ოჯახი ბრალდების მხარის მოწმეებს ამხელენ
სოსო გოგაშვილის ადვოკატები და ოჯახი ბრალდების მხარის მოწმეებს ამხელენ. დღეს პროცესზე ის პირები დაიკითხნენ, ვინც სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოწმეების ამ ჩვენებების შემდეგ გამორიცხულია გოგაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. თუმცა პროკურატურას განსხვავებული მოსაზრება აქვს. სასამართლოს შენობაში იყვნენ დაკავებული სუს-ის ექს შეფის ოჯახის წევრებიც, თუმცა მათ პროცესზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.