გიორგი კანდელაკს ფიზიკურად გაუსწორდნენ - პოლიტიკოსს თავს იმის გამო დაესხნენ, რომ რუსული მუსიკის გამორთვა მოითხოვა
გიორგი კანდელაკს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს თავს მხოლოდ იმის გამო დაესხნენ, რომ ქალაქის ცენტრში რუსული მუსიკის გამორთვა მოითხოვა. კანდელაკს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თავისუფლების მოედანზე მომხდარი ინციდენტის შესახებ უკვე აქვს ინფორმაცია პოლიციას და სამართლებრივი მსვლელობა ამ საქმეს აუცილებლად მიეცემა.