უძრავი პოლიტიკური კომენტატორების დრო "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ იქნება - ხაბეიშვილი წიკლაურზე

14.01.23 11:22
უძრავი პოლიტიკური კომენტატორების დრო "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ იქნება - ხაბეიშვილი წიკლაურზე

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიის ერთ-ერთ ყველაზე ძველ სახეს, ნუგზარ წიკლაურს, ლევან ხაბეიშვილმა მორალის კითხვა ტელეეთერით დაუწყო.

ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ წიკლაური მას ტალახს ესვრის და "ქართული ოცნების" სტილში აკრიტიკებს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის გაღიზიანება ერთმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც წიკლაურმა ხაბეიშვილის უკან კულისებში მდგარი ვანო მერაბიშვილის ინტერესებზე ისაუბრა და ის არაფორმალურ მმართველობაში ამხილა.

ხაბეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უძრავი პოლიტიკური კომენტატორების დრო "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ იქნება.

"როცა ნუგზარ წიკალური სისხლიან 9 წელზე საუბრობს და საუბრობს "ქართული ოცნების" რიტორიკით, როდის გახდა ნუგზარ წიკალურისთვის ვანო მერაბიშვილი მიუღებელი? მე არ ვყოფილვარვ "ნაციონალურ მოძრაოაბის" ხელისუფლებაშ, თუმცა ვამაყობ მათი მხარდამჭერებით, პარტიით და მისი ისტორიითაც. ნუგზარ წიკალური იყო მთავარი სპიკერი მათ შორის"ნაციონალური მოძრაობის" დროს. არ მახსენედება გაებედა ვანო მერაბიშვილზე ზედმეტი, ან გადაკვრით ეთქვა ნებისმიერ დროს, როცა ის პოლიტიკაშ იყო და წარმოადგენდა "ნაციონალურ მოძრაობას". ნუგზარ წიკლაური მუდმიმად ტალახს ისვრის და მუდმივად არ ვპასუხობ. ახლა იქამდე მივიდა, რომ პირდაპირ ლანძღვაზეა გადასული. არჩევანი ნაციონალურ მოძღაობას აქვს ასეთი - ჩემს გვერდზე და უკან ვინ დგას და მომავალი ვინ არის ნაციონალური მოძრაობის. აი მაგალითად, ჯუმბერ მგელაძე და ანო ბალიაშვილი, ესენი წარმოგავდგენენ ჩვენ რაიონებში, ქალაქებში, საკრებულოებში. არჩევანი არის - ნუგზარ წიკლაური, უ ეს მომავალი თაობა. ეს ახალგაზრდები ააშენებენ "ნაციონალურ მოძრაობას" და ნუგზარ წიკლაური თუ მონაწილეობას მიიღებს, წინააღმდეგი არ ვიქნები. ის არის კომენტატორი, უძრავი პოლიტიკური კომენტატორების დრო ქართულ პოლიტიკაში, "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ იქნება. არ გამიკვირდება, ნუგზარ წიკალურმა ეთერში ბანერი მოიტანოს, როგორ მოსდის ეშვებიდან სისხლი ვანოს მერაბიშვილს, კეზერაშვილს და ხაბეიშვილს. ბაჩო ახალაიასი რცხვენია წიკლაურს, თუ ვანო მერაბიშვილის რცხვენია, თუ სააკაშვილის და იმ 9 წლის რცხვენია? თუ რცხვენია, რა უნდა მაშნ ამ პარტიაში?", - თქვა ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები