სააკაშვილის მოწამვლის საქმე - გიული ასალასანიას უკრაინული გამოძიების იმედი აქვს
გიული ალასანია "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. მესამე პრეზიდენტის დედა უკრაინის საგამოძიებო უწყების მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინული მხარე მაინც მიიყვანს ბოლომდე ამ საქმეს და დადგება შედეგი.
"უკრაინული მხარე არასოდეს არ გაჩერებულა ჩემის შვილის მიმართულებით და მუდმივად რაღაცას ცდილობენ. რა დოკუმენტებზე უნდა ჰქონდეთ წვდომა ჯერ-ჯერობით არ ვიცი, ვიცი, რომ მუდმივად ცდილობენ. ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია", - ამბობს ალასანია
უკრაინის საგამოძებო სამსახური საქართველოს ოფიციალურად რამდენიმე დღეში მიმართავს და მასალებზე წვდომას მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინელმა ადვოკატმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
პენიტენციურ სამსახურს ვადა ეწურება - რატი ბრეგვაძეს დაქვემდებარებულმა უწყებამ სააკაშვილის ადვოკატებს დღის ბოლომდე სრული ვიდეო ჩანაწერები უნდა გადასცეს. საუბარია რუსთავის და გლდანის ციხეში სააკაშვილის ყოფნის პერიოდზე, ასევე გორის ჰოსპიტალსა და "ვივა მედშ"ი გადაღებულ კადრებზე.