გორის მერიამ ჯერ არშექმნილი სააგენტოსთვის ხუთი ავტომობილი იყიდა - თითოეულის ფასი 40 000 ლარია

14.01.23 14:37
გორის მერიამ ჯერ არშექმნილი სააგენტოსთვის ხუთი ავტომობილი იყიდა - თითოეულის ფასი 40 000 ლარია

გორის მერიამ ჯერ არშექმნილი სააგენტოსთვის ხუთი ახალი ავტომობილი იყიდა. საუბარია მუნიციპალური ინსპექციის აიპზე, რომლის დაფუძნებაზეც თანხმობა საკრებულომ მერიას  2022 წლის ბოლოს მისცა. 

თითოეული ავტომობილის ფასი 40 000 ათას ლარს აღწევს.

ჯამში ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი დაიხარჯება. 

პირადი კომფორტი ხალხის ფულის ხარჯზე - ასე აფასებს ოპოზიცია ახალი მანქანების შეძენას და ფულის არამიზნობრივად ხარჯვაზე საუბრობს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები