ტრაგედია თბილისში - ლიფტის შახტაში ცოლი ქმრის დასახმარებლად ჩავიდა და ორივე ადგილზე გარდაიცვალა
ტრაგედია თბილისში - ვაზისუბანში, მე-9 კორპუსში კორპუსში ლიფტის შახტაში ცოლ- ქმარი ჩავარდა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილლები ყვებიან, რომ ქალი ქმრის გადარჩენას ცდილობდა, როცა გაუმართავი ლიფტი ამუშავდა და ახალგაზრდა წყვილი მოიყოლა
გარდაცვლილები 35 წლამდე ასაკის არიან.
შემთხვევის ადგილზე ვაზისუბანში ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია და სამაშველლო სამსახურები.
ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი გარდაცვლილი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს.
მოსახლეობა ძველი ლიფტების პრობლემაზე საუბრობს.