ენმ-ს აჭარის ორგანიზაციაში დაპირისპირებამ იფეთქა - ნიკა მელიას მომხრეებმა დღეს ლევან ვარშალომიძე ამხილეს

14.01.23 15:17
ენმ-ს აჭარის ორგანიზაციაში დაპირისპირებამ იფეთქა - ნიკა მელიას მომხრეებმა დღეს ლევან ვარშალომიძე ამხილეს

"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში დაპირისპირებამ იფეთქა. ნიკა მელიას მომხრეებმა დღეს ლევან ვარშალომიძე ამხილეს. თუ მირდატ ქამადაძეს დავუჯერებთ, ვაშალომიძეს პარტიაში შიდა დემოკრატია არ სჭირდება.

ქამადაძის თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კეზერაშვილი - მერაბიშვილის დანაყოფშია და ხაბეიშვილის გამარჯვებისთვის იბრძვის.

მირდატ ქამადაძე ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.

წარმოუდგენლად მიმაჩნია, პოლიტიკოსი ეთერში საზოგადოებას დემოკრატიაზე ესაუბრებოდეს და პარტიის შიგნით აბსოლუტურად სხვა წესებს ნერგავდეს. მათ შორის მე ლევან ვარშალომიძეე ვსაუბრობ მე კონკრეტულად. ნიკას მხარდაჭერა გადავწყვიტეტ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება თავისუფალი და დემოკრატიული პროცესები. ზოგიერთი კანდიდატის უკან, მიუხედავად ჩემი მათდამი პატივისცემისა, შეინიშნება არაფორმალური მმართველობა. თუ რომელი პოლიტიკური ფიგურები დგანან ზოგიერთი კანდიდატის უკან, ესენი არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ვარშალომიძე. 

შეგახსენებთ, რომ მირდატ ქამადაძე ბათუმშ, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.

 

მსგავსი სიახლეები