ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს სიამაყეა, თქვენ კი ქვეყნის სირცხვილი, დაანებეთ მაგ ბიჭს თავი - ნათელაშვილის "ოცნებას"
შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც საქართველო სტიქიას ებრძვის, საქართველოს მთავრობა იტალიაში ფეხბურთის საყურებლად წავიდა.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი "ოცნებას" მოუწოდებს თავი დაანებოს ხვიჩა კვარაცხელიას და არ გაბედოს ფეხბურთელის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.
ნათელაშვილის ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ხელისუფლების წევრებმა ერთი თვის ხელფასზე უარი თქვან და თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულებს გადაურიცხონ.
"სტიქია მძივარებს საქართველოში და ამ დროს მთავრობა იტალიაში ფეხბურთის საყურებლად და პიცის დასაგემოვნებლად იმყოფება. მე მინდა მათ შევახსენო, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს სიამაყეა, თქვენ კი საქართველოს სირცხვილი და დაანებეთ მაგ ბიჭს თავი და უკუაგდეთ მიზნები, მისი საარჩევნოდ გამოყენების. მაინც არაფერი არ გიშველით. ახლა მივმართავ სამთავრობო ელიტას. უარი თქვით ერთი თვის ხელფასებზე, ავტომანქანებით მომსახურებასა და ჯიპების ყუდვაზე. გამოთავისუფლებული ნახევარი მილიარდი გადაურიცხით სტიქიით დაზარალებულებს. ადამიანობა ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უბრუნდებათ არანაირი სტიქიის და უბედურების დროს, რაც ადასტურებს, რომ ისინი დაიბადნენ ყოველგვარი შუბლის ძარღვის გარეშე და მათ შემდგომ ის არ გაწყვეტიათ “, - აცხადებს ნათელაშვილი.