"გვითხრეს, საქმეს როცა დასჭირდებოდა, ხაბეიშვილს მოისვრიდნენ" - ახალი სკანდალი ენმ-ში
პირველად, "ტვ პირველთან" ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ალაპარკდნენ. ილო ჭინჭარაძის თქმით, დაახლოებით თვენახრის წინ საკრებულოში შედგა შეხვედრა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ლევან ვარშალომიძის შუამავალმა უთხრა, რომ შიდა არჩვენებში გამარჯვების შემთხვევაში ხაბეიშვილი მხოლოდ ნომინალური ფიგურა იქნება, პარტიის მართვის სადავეები კი მთლიანად დავით კეზერაშვვილის და ვანო მერაბიშვილის ხელში გადავა.
წინასაარჩევნოდ მოხდა პარტიაში შეხვედრა. ვიყავით საკრებულოს რამოდენიმე წევრი, სადაც ისაუბრეს, რომ ნომინალური ფიგურა იქნებოდა ლევან ხაბეიშვილი და მის უკან იდგნენ პიროვნებები, რომლებიც გადაწყვეტდნენ, ვინ იქნებოდა თავმჯდომარე და თუ საქმეს დასჭირდებოდა ხაბეიშვილს ისე მოისვრიდნენ, როგორც საქმეს დასჭირდებოდა. ელგუჯა ბაგრატიონიც ესწრებოდა ამ ყველაფერს და პირადად მან ისაუბრა ამის შესახებ. ანუ, როცა დასჭირდებოდათ მერაბიშვილს, კეზერაშვილს და ვარშალომიძეს, ლევან ხაბეიშვილს მოიშორებდნენ და მმართველობას გადააბარებდნენ სხვას", - თქვა ილო ჭინჭარაძემ.
თავად აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი დუმილის რეჟიმშია. ვარშალომიძე აჭარის ორგანიზაციაში დაწყებულ დაპირისპირებაზე არაფერს ამბობს. პარტია ამ რეგიონშიც ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი მელიას ლობირებს, მეორე ხაბეიშვილს.