პრობლემებია რეგისტრაციის კუთხით, თუ ვერ აღმოიფხვრა, არჩევნების პროცესის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება - მუმლაძე

14.01.23 18:01
პრობლემებია რეგისტრაციის კუთხით, თუ ვერ აღმოიფხვრა, არჩევნების პროცესის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება - მუმლაძე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე არჩევნებთან დაკავშირებით, რეგისტრაციის კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არის არვეზები, რომლებიც თუ არ აღმოიფხვრა არჩევნების პროცესის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება.

ენმ-ს თავმჯდომარეობის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი პრობლემებია რეგისტრაციის კუთხით! 
ამიტომ დღეს, 19 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში მივლენ Alika Kuprava  Kakhaber K. Kvekveskiri  და Aleksandre Milorava  ბოლო-ბოლო უნდა გაირკვეს, აქვს თუ არ უნარი საარჩევნო კომისიას, რომ აღმოფხვრას არსებული ხარვეზები!
თუ ეს ხარვეზები ვერ აღმოიფხვრა გონივრულ ვადაში, არჩევნების პროცესის ლეგიტიმაცია დადგება ეჭვქვეშ!
ჩვენ უნდა ვაძლევდეთ მაგალითს სხვებს, თუ როგორი მაღალი სტანდარტით უნდა ტარდებოდეს არჩევნები, ნაცვლად ამისა, ვხედავთ სრულიად უუნარო პარტიის მმართველ მენეჯმენტს, რომელსაც ამდენი დრო ჰქონდა ელემენტარულად გამართული სარეგისტრაციო ბაზის უზრუნველსაყოფად"!- წერს მუმლაძე.


 

მსგავსი სიახლეები