დასავლეთ საქართველო ქარმა წაიღო, "ოცნების" ლიდერები კი იტალიაში ფეხბურთს უყურებდნენ (ფოტო)

14.01.23 18:51
დასავლეთ საქართველო ქარმა წაიღო, "ოცნების" ლიდერები კი იტალიაში ფეხბურთს უყურებდნენ (ფოტო)

"ოცნების" ლიდერები იტალიაში არიან. ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ბექა დავითულიანი და ხელისუფლების სხვა ლიდერები გუშინ ნაპოლი-იუვენტუსის თამაშს ესწრებოდნენ და ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრობდნენ.

ეს ხდება მაშინ, როდესაც დასავლეთ საქართველო სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა და ათასობით ადამიანი საცხოვრებელის გარეშე დარჩა.

ამ დღეების განმავლობაში, ხელისუფლების არც ერთი მაღალჩინოსანი სტიქიის ზონაში არ ჩასულა, რადგან, როგორც ფოტოთი ირკვევა, ისინი ფეხბურთის საყურებლად ნეაპოლში იყვნენ ჩასულები.

ნაპოლიმ გუშინ იუვენტუსი ხუთით-ერთი დაამარცხა. კვარაცხელიამ ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები