ენმ-ში ახალმა სკანდალმა იფეთქა - ცდილობს თუ არა ხაბეიშვილის სახელით, პარტიის ხელში ჩაგდებას გავლენიანი "კლანი"
"ნაციონალურ მოძრაობაში" ახალმა სკანდალმა იფეთქა. ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს "პირველებს" უთხრა, რომ ხაბეიშვილი ფორმალური კანდიდატია, როცა უნდა ჩამოიშორებენ და რომ მის უკან გავლენიანი პირები დგანან.
ირკვევა, რომ პარტიის წევრებს ლიდერები რეგიონებში უმტკიცებენ, რომ ლევან ხაბეიშვილი ნომინალური ფიგურაა და რეალურად მისი სახელით პარტიის ხელში ჩაგდებას გავლენიანი კლანი ცდილობს.
ლევან ხაბეიშვილი "ტვ პირველის" ეთერში არ უარყოფს, რომ მას მხარს დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი უჭერენ, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს მხარდაჭერა დამატებით ვალდებულებებს არ მოიცავს.
დეტალები იხილეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.