ვინ და სად მოწამლა სააკაშვილი? - იუსტიციის სამინისტროს მიერ შეუსრულებელი განჩინება და გადაუცემელი კამერის ჩანაწერები
იუსტიციის სამინისტრომ საქალაქო სასამართლოს განჩინება არ შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ადვოკატებს არ გადასცა ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.
პრეზიდენტის იურისტები რუსთავის და გლდანის ციხის მასალებს ითხოვდნენ. ამოსაღები იყო გორის ჰოსპიტალში და "ვივა მედში" მკურნალობის ამსახველი კადრებიც.
ვინ და სად მოწამლა ექს პრეზიდენტი? - "პირველებთან" ინტერვიუში უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ქართულმა სპეცსამსახურებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთით გააკეთეს. "ოცნების" ხელისუფლება უკვე ყოველდღიურად დიპლომატიური იერიშის მოგერიების რეჟიმშია. ასეთი დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იყო.
უფრო ვრცლად, დეტალები იხილეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.