წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალა - ოპოზიცია კორუფციული გარიგებებზე საუბრობს

14.01.23 20:34
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალა - ოპოზიცია კორუფციული გარიგებებზე საუბრობს

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალა. გზები და ტროტუარები უნდა გაკეთებულიყო სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე, ასევე ცაბაძისა და გვენეტაძის ქუჩებზე. არშემდგარი ტენდერის გამო გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელის შეკეთება.

ჩნდება კითხვა, რა გახდა ტენდერების ჩაშლის მიზეზი და რატომ არ ისურვა არც ერთმა კომპანიამ მრავალმინიონიან პროექტში მონაწილეობა.  

მერია ამტკიცებს, რომ სამი ტენდერი დაბალი ფასის გამო ჩაიშალა. საკრებულოს ოპოზიცია ეჭვობს, რომ კალაძე კორუფციული გარიგების ახალ გზებს ეძებს, რომ დიდი ფული "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირს მისცეს.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები