ჩემი შვილი 17 იანვარს სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, არ არის იმ მდგომარეობაში - გიული ალასანია

15.01.23 11:29
ჩემი შვილი 17 იანვარს სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, არ არის იმ მდგომარეობაში - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი 17 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს არ დაესწრება და ვერც კლინიკიდან ჩართვას მოახერხებს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ განაცხადა.

გიული ალასანია მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის მიმართ მსოფლიო თანამეგობრობისა და ლიდერების მხარდაჭერას. 

არა მგონია, რომ 17-ში სასამართლო პროცესს დაესწროს ჩემი შვილი, არ არის იმ მდგომარეობაში. ის კი არ არა, ,,ვივა მედიდან" რომ ჩაერთოს, ისიც კი არ შეუძლია. 

ის, რაც მოხდა გუშინ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პოლონეთის სეიმის გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, პოლონეთია ბოლო ბოლო. თქვენ დაინახეთ, რა დიდხანს ადამიანები ფეხზე იდგნენ და ტაშს უკრავდნენ გადაწყვეტილებას. ასე რომ , ეს არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი. 

გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ კონდოლიზა რაიზის განცხადება. ნახეთ, რა სიტყვები თქვა- მისი ისტორიული როლი კიდევ შესაფასებელიაო. სხვათა შორის, ეს პირველად არ უთქვამს ამ ქალბატონს. - განაცხადა გიული ალასანიამ. 

 

მსგავსი სიახლეები