ენმ-ს არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება - გიორგი მუმლაძე

15.01.23 12:05
ენმ-ს არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება - გიორგი მუმლაძე

,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები შესაძლოა, ჩაიშალოს -  პრობლემებია რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

ენმ-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე, ამბობს, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდება, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

მესამე დღეა, ეს პროცესი მიმდინარეობს და დღემდე არის ხარვეზები, დიდი რესურსის გამო მობილიზებული ჰყავთ ეს ხალხი, აქვთ სიები, ცოტა დროც რომ დარჩეს, მაინც შეძლებენ თავიანთი ამომრჩევლის დარეგისტრირებას. 

ჩვენ მხარს გვიჭერს მხარს არაორგანიზირებული, ქაოტური, პარტიაზე გაბრაზებული ხალხი. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ხელფასი გადავუხადოთ მათ, ვინც ამ ყველაფერს ორგანიზებას გაუკეთებს.  

თუ დღეს არ იტყვიან, რა გზებით უნდა გადაიჭრას პრობლემა, როგორ მოგვარდსეს აღნიშნული შეფერხებები, მაშინ გამოდის, ჩემი აზრი ასეთია, ვიღაცეებს აწყობთ, რომ ეს არჩევნები შეფერხდეს, არ იყოს მაღალი მონაწილეობა ხალხის. შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება  - აცხადებს გიორგი მუმლაძე. 

გიორგი მუმლაძე და მისი მომხრეები ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიას დროს საღამომდე აძლევენ. 

არჩევნებში მონაწილეთა რეგისტრაცია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" 13 იანვარს დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები