ქუთაისელი ნაციონალები პარტიის თამჯდომარის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას დაუჭერენ
,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას დაუჭერენ მხარს. მათი ინფორმაციით, ქალაქში ამ მიზნით შტაბის ფორმირება უკვე მოხდა.
ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ , რომ პარტიის პირველი საზრუნავი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ოლიგარქიული რეჟიმის დასრულება საქართველოში.