ბუბამ პუტინს ყველაზე თამამად და ხმამაღლა უთხრა, რომ სამშობლო ტაშსა და ფულზე არ იყიდება - ნიკა მელია

15.01.23 16:35
 ბუბამ პუტინს ყველაზე თამამად და ხმამაღლა უთხრა, რომ სამშობლო ტაშსა და ფულზე არ იყიდება - ნიკა მელია

ცნობილი ქართველი მომღერლის, ბუბა კიკაბიძის, გარდაცვალების ფაქტს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ეხმიანება. 

ენმ-ს ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთთან ომის შემდეგ ბუბა კიკაბიძემ ყველაზე თამამად უთხრა, რომ სამშობლო არ იყიდება. 

საქართველო ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს - აღიარებულ კინოვარსკვლავს, დაუვიწყარ მომღერალსა და უბრალოდ, ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს!
რამდენიმე მილიონიან ქვეყანაში დაბადებული კაცი იქცა ასობით მილიონიანი აუდიტორიის კერპად, მას იცნობდნენ, აღიარებდნენ, უყვარდათ... 
ბუბა  სარგებლობდა აბსოლუტური ცნობადობითა და საყოველთაო პოპულარობით ჯერ მთელ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი მთელ პოსტსაბჭოთა საივრცეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უარი თქვა მრავალმილიონიან აუდიტორიაზე და პუტინს ყველაზე თამამად და ყველაზე ხმამაღლა უთხრა, რომ სამშობლო არ იყიდება, არ ხურდავდება არც ტაშზე და არც ფულზე
. - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში. 

ბუბა კიკაბიზე დღეს, 84 წლსი ასაკში ხანგძლივი ავადმყოფობის შემდგომ კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში" გარდაიცვალა.

ცნობილ ქართველ მომღერალს ხუთშაბათს დაკრძალავენ. 

მსგავსი სიახლეები