გორის მერიის მიერ ბავშვებისთვის დაანონსებული საახალხლო სიუპრიზი მხოლოდ 2 შოკოლადი აღმოჩნდა
თითო ბავშვს ორი შოკოლადი - ასეთი აღმოჩნდა გორის მერიის საახალწლო საჩუქარი ბავშვებს.
გორის მერიის პროგრამის მიხედვით, რომლის სახელიც იყო ბედნიერი ახალი წელი, მუნიციპალიტეტის 60 სოფელი ანიმატორებსა და ზღაპრის გმირებს უნდა მოევლოთ, თოვლის ბაბუას კი ბავშვებისთვის საჩუქრები დაერიგებინა.
უსირცხვილოები, თავიანთ ბავშვებს დაურიგონ მათხოვრული 2-2 შოკოლადი - წერდნენ მშობლები სოციალურ ქსელში.
ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ ბიუჯეტიდან ფული გაიფლანგა და ხელისუფლებას საახალწლოს გაზრდილ ხელფასებსა და პრემია-დანამატებს ახსენებს.
გორის მერიის დაფინანსებით შეიქმნა პროგრამა, ჩავიდნენ სოფლებში, გამართეს საახალწლო ღონისძიება და ბავშვებს თითო-თითო შოკოლადი დაურიგეს, რაზეც მოსახლეობა აღშფოთდა.
სამაგიეროდ თავად მერიამ, მისმა თანამშრომლებმა, სსიპებმა და აიპებმა საახალწლოდ პრემია- დანამატები დაირიგეს, ასევე ხელფასები გაიზარდეს, მოსახლეობა კი, სამწუხაროდ, გაამასხარავეს - აცხადებს თეონა ფანქველაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი.