თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ - რასა იუკნევიჩიანე პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართავს
თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ! - ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტარმა. რასა იუკნევიჩიანეს გაღიზიანება საქართველოს პრეზიდენტის ტვიტმა გამოიწვია, რომელმაც ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა დაგმო.
ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილს „ტვიტერზე“ საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადება შეახსენა, რომ „საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რადგან არ სურს კონფლიქტის მხარე გახდეს.