წერონ და იკითხონ - თეა წულუკიანი სააკაშვილის სიის შედგენაზე

15.01.23 19:48
წერონ და იკითხონ - თეა წულუკიანი სააკაშვილის სიის შედგენაზე

წერონ და იკითხონ სიები - ამ ცინიკური პასუხით ეხმაურება თეა წულუკიანი ,,ქართული ოცნების" ლიდერების და პენიტენციური უწყების თანამშრომლების მაგნიტსკის სიაში სავარაუდო მოხვედრას.  

კულტურის მინისტრი დღესაც სიძულვილით ენით საუბრობდა და პაციენტ პატიმარს კრიმინალად მოიხსენიებდა.

სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში წულუკიანი ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ ჩასვა.

სააკაშვილი პალატაში დედას დღესაც მძიმე მდგომარეობაში დახვდა. გიული ალასანიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი ყოველდღიური წამების რეჟიმშია, ჩამორთმეული აქვს კვალიფიციური მკურნალობს უფლება, სამშაბათს სასამართლოში მისი პროცესია, მაგრამ ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად დასწრებას ვერ შეძლებს.

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები