არ მუშაობს ხმის მიცემის პროგრამა, დარეგისტრირების პრობლემაცაა - შესაძლოა, ენმ-ს შიდა არჩევნები ჩაიშალოს
,,ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნები შესაძლოა, ჩაიშალოს. ხმის მიცემის პროგრამა გამართულად არ მუშაობს, გარდა ამისა, სპეციალურრ პორტალზე პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებსაც, ვინც რეგისტრაციას ანდროიდის ტელეფონებით ცდილობს.
ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ თუ ხარვეზი არ გამოსწორდება, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
მუმლაძეს ეჭვი აქვს, რომ პრობლემას პარტია მათ მომხრეებს მიზანმიმართულად უქმნის.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.